7 მიზეზი, რის გამოც ''ბარსას'' ერა ჯერ არ დასრულდება

7 მიზეზი, რის გამოც ''ბარსას'' ერა ჯერ არ დასრულდება

ხალხი ძალიან ხშირად საუბრობს სხვადასხვა მოვლენაზე მსოფლიოს გარშემო, რომელსაც განვითარების კიდევ უფრო, ანდა უკუსვლის კიდევ უფრო შთამბეჭდავი პერსპექტივა აქვს. მოვლენა, რომელიც მარადიულია, ყოველთვის რაღაც ფენომენს შეიცავს. ყველა კონკრეტულ მოვლენას თავისი მიმდევარი თუ მოწინააღმდეგე ყავს. სწორედ ამგავრ სიტუაციაშია დღევანდელი ''ბარსელონა''. ბევრი ცდილობს რაიმი ნაკლი მოუძებნოს, დააკნინოს ეს მაგიური ''მანქანა'', ზოგიც კი პირიქით, თამამად აცხადებს, რომ კატალონიური გუნდი მოსფლიოს ყველა დროის საუკეთესოა. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ყველა სპორტში, ყველაზე საუკეთესო მოვლენად  ''ფერარის'' არსებობას აღიარებდნენ, რომლსაც ლეგენდარული გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი მართავდა. გავიდა რამდენიმე წელი და ''ფერარი'' სხვა კონკურენტებმა ძალიან მარტივად ჩაძირეს. რატომ? ნუთუ მიზეზია ისაა, რომ საავტომობილო ფირმა გერმანელმა დატოვა??? სწორედ მსგავსი კითხვებია ''ბარსასთან'' დაკავშირებით? რა იქნება გუნდი მესის, ჩავის და ანდრეს ინიესტას გარეშე?   მესის გენია, ჩავის თვალი, ინიესტას სისხარტე და ტექნიკა ერთად რაღაც საშინელ, თან ამავდროულად ლამაზ ''მონსტრს'' ქმნის, რომელიც ზოგისთვის მაგიურად, წარმოუდგენლად კარგად მოქმდებეს, ზოგში კი უდიდეს ზიზღს იწვევს. ''ბარსა'' ნამდვილი დომინანტია დედამიწაზე.ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სხვა პლანეტაზეც რომ გაუშვა საბურთაოდ, იქაც კი გააკეთებენ გადამბულად 2–3 პასს.

 

 გარდაუალი და გადაწყვეტილია, რომ კატალონიელთა ჰეგემენიასაც ექნება დასასრული. ისიც წაიღებს ოთხ ფიცარს, მაგრამ არსებობს 7 მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მიმდინარე სეზონზე არ მოხდება.

 

1.  ძალიან კარგი ფორმა მიმდინარე სეზონშისეზონის დაწყებიდან დღემდე, ''ბარსა'' ძალიან სტაბილურად გამოიყურება და წინ წაუგებლად მიიწევს. გუნდი ინარჩუნებს იმ ინერციას, რითაც გასული სეზონიდან მოძრაობს. სეზონის სტარტზე "ბარსელონამ" უეფასა და ესპანეთის სუპერთასები მოიგო. არ იკითხავთ ბურთების სტატისიკას? გუნდმა საწყის თერთმეტ თამაშში 37 გოლი შეაგდო და ნუთუ რამდენიმე ფრე, რომლებიც არაფერს წყვეტს კრიზისზე მეტყვლებს?

 

2. სრულად არ გამოვლენილი შესაძლებლობები. ჯერჯერობით, კატალონიელები თავის არსენალს ბოლომდე არ გვიჩვენებენ. ისინი ცდილობენ ძალები მთელს სეზონზე ზედმიწევნით კარგად გადაანაწილონ. ნამდვილი ''დესპოტიზმი'' ცოტა ხანში დაიწყება, როცა ''ბარსა'' ყველა გუნდთან საკუთარ ძალას აჩვენებს.

 

3. ზემდეტი ინდივიდუალური ხარისხი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არაა ''ბარსას'' გულშემატკივარი ყოველთვის შეუძლია ახსენონს სიტყვა ''კრიზისი''. მაგრამ ამის თქმის უფლება ''ბარსელონას'' ფანს არ აქვს. თუ შენს გუნდში არ არის ღმერთი – მესი, მარადიული და საიმედო – ჩავი, მაგიური – ინიესტა, თამაშგარეს მეფე – ვილია, გოლების მანქანა – სესკი,გადარეული როკერი – პუიოლი და ა.შ, მაშინ ნამდვილად გაქვს ცუდზე ფიქრის საშუალება. ჩამონათვალში  არ შეგვიყვანია, პიკე, ვალდესი, სანჩესი, მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი და სხვები. მხოლოდ ესენი, თავისუფლად შეგვიძლია მსოფლიო ნაკრების წევრებად მოვნათლოთ. ტრავმები ''ბარსასთვის'' არაფერია. მხოლოდ პეპ გვარდიოლას შეუძლია უამრავი დამტვრეული ფეხბურთელის მაგიურად შეცვლა. ნებისმიერი პოზიციის საიმედოდ გამაგრება და მოწინააღმდეგის მის მარწუხებში მოქცევა.

 

4. მწვრთნელი.  ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ლამაზ სტილში მოაქვს ყოველი მომდვენო ქულა. ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია. არსებობს მიზეზები, რის გამოც ხალხი საიდუმლოდ, ჩუმად საუბრობს ''უწმინდესი–პეპის'' შესახებ. შეიძლება პეპმა რამე არასწორად გააკეთოს? შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ კი. თვით გვარდიოლაშიც არის რაღაც ადამიანური და ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი გარკვეულ შეცდომას უშვებს. მის 3–4–3 ში ძალიან ბევრი კითხვაა თუ 1–7–2 ში? ხალხი უკმაყოფილოა უსაქმური ვიქტორ ვალდესით და ყალბი ცენტრალური მცველებით. პეპის უფლებამოსილება შეუზღუდავია. ნუთუ ფიქრობს ვინმე, რომ მას კარიერაში ოდესმე კრიზისი ექნება ? ის პროფესორი X–ვით მელოტია, ნუთუ ბრმა უნდა იყოს, ადამიანებმა რომ აღიარონ?

 

5. პეპსიმიზმი.  პირველი პეპია, შემდეგ პესიმიზმი, ორივე კი ერთობლიობაში ''ბარსელონას' წარმატების ფორმულას ქმნის. ამ ფურმულის მიხედვით, შეგვიძლია ყოველდღიურად ვიცხოვროთ და შემდეგ მატჩების დროს დავრწმუნდეთ, რომ ''ბარსა'' დაუმარცხებელია.

 

6. ევოლუცია.  ნებისმიერი გუნდი, თუ ადამიანი, რომლის სახელიც შეიძლება ამ წუთას ვერ გავიხსენოთ, ცდილობს შესაძლებლებების მაქსიმუმს მიაღწიოს, შემდეგ კი მისთვის პრიორიტეტი იქ თავის დამკვიდრებაა. ნებისმიერი გუნდი იზრდება, აუმჯობესებს სხვადასხვა ასპექტს, სწავლობს შეცდომებზე და ა.შ. პეპი და მისი ''ბენდი'' კი ამდაგვარ რამეში სუპერეფექტურები არიან. ისინი კადრს მიღმა ძალიან ბევრს შრომობენ, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს აცდნენ და სუპერსტაბილურობა შეინარჩუნონ. ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში სპექტაკლს ქმნის, უდიდესი გარჯის შედეგია. ''ბარსამ'' წინასწარ, ვარჯიშზე უნდა შექმნას გამარჯვების ფორმულა, რომელიც მარადიულად იარსებებს.

 

7. ოქროს ტრიო. ''ბარსა'' ასე ცხოვრობს: გუნდი+მესი, ჩავი, ინიესტა. მათთვის ზღუდეები და ბარიერები არ არსებობს. მათ ერთმანეთის ''ბრმად ესმით''. ოქროს ტრიოს აუცილებლად ექნება რაიმე ტელეპატიური ნიჭი. გამორიცხულია, რომ არ ჰქონდეს. ერთი ჩერდება, მეორეც შესაძლოა გაჩერდეს, მაგრამ მესამე აუცილებლად გააკეთებს რაიმე გარდამტეხს, თამაშისთვის მუხტის მიმცემს. ახლა კი, ღრმად ამოისუნთქეთ და სანაკრებო შესვენების დასრულებას დაელოდეთ...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.