რივალდო: "დღევანდელი "ბარსელონა" ყველა დროის საუკეთესოა"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ლურჯ-ბროწეულისფერების" მიმართ და თქვა, რომ მათი თამაშის შემყურე, უდიდეს სიამოვნებას იღებს. ასევე ლეგენდამ ორი სიტყვა პრიმერა დივიზიონში მიმდინარე მოვლენებზეც თქვა.
"დღევანდელი "ბარსელონა" ნამდვილად ბრწყინვალეა. კატალონიელთა თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს ყველა ფეხბურთის მოყვარული. უბრალოდ გასაოცარია როგორ ესმით იქ მოთამაშე ფეხბურთელებს ასე კარგად ერთმანეთის. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი "ბლაუგრანა" მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბია. რაც შეეხება პრიმერა დივიზიონს, ახლაც, ისევე როგორც ჩემს დროს, ყველაფერს "ლურჯ-ბროწეულისფერები" და მადრიდის "რეალი" განაგებენ. სხვა გუნდები უბრალოდ ვერაფერს აწყობენ მათ წინააღმდეგ. ამის მიუხედავად კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი ხმამაღლა: "ბარსელონა" "ბლანკოსზე" ერთი თავით მაღლა დგას, რაც წინა სეზონში დამტკიცდა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაში." -განაცხადა რივალდომ "მარკასთან" ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფეხბურთელი "ბარსას" ღირსებას 1997 წლიდან 2002 წლამდე იცავდა და ის ნამდვილად ბრწყინვალე იყო. მან 157 ჩატარებულ შეხვედრაში 86-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]