მარესკა: "მალაგას" მაინც არ ძალუძს "ბარსასთან" ჭიდილი"
ესპანური "მალაგას" ნახევარმცველი ენცო მარესკა ფიქრობს, რომ მისი გუნდის შედარება კატალონიის "ბარსელონასთან" და მადრიდის "რეალთან" არ შეიძლება. მანუელ პელეგრინის შეგირდების კარგი სტარტის მიუხედავად, იტალიელი ფეხბურთელი მაინც ამ აზრზეა.
"მალაგას" მადრიდელებთან და კატალონიელებთან შედარება უბრალოდ არ შეიძლება. ესპანური გრანდები აგრძელებენ გრანდობას და დანარჩენი კლუბები მხოლოდ ცდილობენ ცოტათი მაინც მიუახლოვდნენ მათ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ფეხბურთის დონე ავამაღლოთ კლუბში. თუ ლა ლიგის დასრულების შემდეგ საუკეთესო ექვსეულში ვიყავით, ესეიგი დავალება პირნათლად შევასრულეთ." -ციტირებს მარესკას სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ "მალაგა" 13 ქულით ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს, "რეალსაც" იგივე რაოდენობის ქულა აქვს, ხოლო რაც შეეხება "ბარსელონას", "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლიდერობენ 14 ქულით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]