რონალდინიო – მაინც “მილანში”?
იტალიური "მილანი” მაინც არ ეშვება კატალონიური "ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდნიოს ყიდვაზე ფიქრს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რონალდინიოზე მოქმედებს "ფიფას” რეგლამენტის მე–17 მუხლი.
ადრე "მილანი” გამუდმებით ცდილობდა "პსჟ”–ს ყოფილი ფეხბურთელის ყიდვას, მაგრამ მაშინ რონალდინიო "ბარსასთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. დღესდღეობით კი ბრაზილიელი კატალონიელთა მწვრთნელის ფავორიტი ნამდვილად აღარ არის, რისი დასტურიც არის ბოლო მატჩებში მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.
"თუ ჩემი ძმა გუნდს აღარ სჭირდება, მაშინ იგი წავა” – აცხადებს ფეხბურთელის ძმა და მისივე აგენტი, რობერტო დე ასის მორეირა.
"ფიფას” რეგლამენტის მე–17 მუხლი ითავალისწინებს, რომ, თუ ფეხბურთელმა სამი წელი გაატარა ერთ კლუბში, მაშინ მას თავისიკონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ეძლევა, რონალდინიო კი "ბარსელონაში” 2003 წლიდან თამაშობს. 
"მილანის” გარდა რონალდინიოთი დაინტერესებას იჩენენ "ჩელსი” და "იუვენტუსი”. თუ ლონდონურ კლუბს ძალუძს ესოდენ რეზონანსული ტრანსფერის განხორციელება, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დღევადელ მდგომარეობაში მყოფმა ტურინელებმა შესძლონ რონალდინიოს ჯერ შეძენა და შემდეგ მისი სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა”.
წყარო: www.football.ua
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]