"ბაიერნი" მონტოიაზე ნადირობას იწყებს

"ბაიერნი" მონტოიაზე ნადირობას იწყებს

ესპანური "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, მარტინ მონტოია მოხვდა მიუნხენის "ბაიერნის" ყურადღების ცენტრში, იტყობინება კატალონიური გამოცემა "სპორტი". გერმანული გრანდი შეეცდება 20 წლის ფეხბურთელის არენდის სახით გადაბირებას ამ სეზონის მეორე ნახევარში.

 

შეგახსენებთ, რომ მონტოიამ ახალ სეზონში "ბარსელონა ბ-ს" მაისურით 5 მატჩი ჩაატარა. ასევე იგი პირველი გუნდის 2 შეხვედრაში მოხვდა განაცხადში. მთლიანობაში, ახალგაზრდა ესპანელს, "ლურჯ-ბროწეულისფერების" დუბლების რიგებში 57 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ნაკრებს, მარტინი 21 წლამდელებში გამოდის. მასში დიდი ტალანტია და უკვე ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მისგან მაღალი დონის მცველი დადგება.

 

ამ წუთისათვის "ბარსელონა" მთლიანად გადართულია ახალი ფეხბურთელების შეძენაზე და მათ არ უნდა დაივიწყონ თავისი ახალგაზრდები; ასე ადვილად არ უნდა გაუშვან ისინი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.