პედრო: "გულშემატკივრებს "ბარსას" თამაშის ყურება უფრო ურჩევნიათ, ვიდრე "რეალის"
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ისაუბრა თავისი გუნდის ბრწინვალე ფორმაში ყოფნაზე. ასევე ესპანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ სპორტის გულშემატკივრებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მატჩების ყურება უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე მადრიდის "რეალის".
"ახლა ჩვენ ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფებით, ვთამაშობთ ძალიან ლამაზ ფეხბურთს და ამით სიამოვნებას ვანიჭებთ გულშემატკივარს. აშკარაა, რომ მათ ჩვენი მატჩების ყურება უფრო ურჩევნიათ, ვიდრე "რეალის". ახლა "ბარსელონაში" მყოფი ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და მზად ვართ ამ სეზონშიც მოვიგოთ ტიტულები. "კულეებს" უბრალოდ ნერვიულობის საბაბი არ აქვთ. "ბლუაგრანა" განაგრძობს წარმატებით გამოსვლას." -ციტირებს პედროს სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" მომდევნო მატჩი შაბათს აქვს გასამართი, "რასინგის" წინააღმდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]