პიკე: "მისტერმა "ბარსაში" მუშაობა უნდა განაგრძოს"

პიკე: "მისტერმა "ბარსაში" მუშაობა უნდა განაგრძოს"

ესპანური "ბარსელონას" ფეხბურთელი, ხერარდ პიკე იმედოვნებს, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. 24 წლის მცველს ძალიან მოსწონს იგი, როგორც დამრიგებელი და კარგი მეგობარი.

 

"ვფიქრობ, დღევანდელი "ბარსელონა" ყველა დროის საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც პეპ გვარდიოლას უდიდესი დამსახურებაა. მისტერს არ აქვს კლუბის დატოვების არანაირი საბაბი. იგი ძალიან კარგია, როგორც მწვრთნელობაში, ისე მეგობრობაში. იმედია მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს და კიდევ დიდი ხანი იქნება "ბლაუგრანასთან" ერთად მწვერვალზე." -განაცხადა პიკემ.

 

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.