"მილანი" და "პსჟ" აბიდალით ინტერესდებიან

"მილანი" და "პსჟ" აბიდალით ინტერესდებიან

"კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს, ერიკ აბიდალს ჯერ არ გაუხანგრძლივებია გუნდთან კონტრაქტი და სწორედ ამიტომ მან სხვა კლუბების ყურადღება მიიპყრო. 31 წლის მცველის შეძენით უკვე დაინტერესდნენ იტალიური "მილანი" და ფრანგული "პსჟ".

გააგრძელებს თუ არა აბიდალი "ბარსაში" კარიერას, ეს შემდეგ კვირაში გაირკვევა, როდესაც იგი შეხვდება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას. ერიკმა თქვა, რომ სურს მინიმუმ 2 წელი კიდევ ითამაშოს კატალონიაში და იქვე დაასრულოს საფეხბურთო კარიერა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ პირებს სურთ ფრანგთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება, რაც ფეხბურთელს არ მოსწონს. ვნახოთ რა გადაწყდება შეხვედრის შემდეგ და დარჩება თუ არა აბიდალი გუნდში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.