კვლავ მარცხი...
"ბარსელონა ბ" აგრძელებს საზიზღრად გამოსვლას "ლიგა ადელანტეში". კატალონიელმა დუბლებმა კიდევ ერთი მატჩი წააგეს. მათ "მინიესტადიზე" გვადალახარა" მიიღეს და 1:2 დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში მასპინძლებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს. 36–ე წუთზე კი, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა ანიბალმა, მარცხენა ფრთიდან შეუტია, შესანიშნავად ჩამოიშორა არმანდო და ბრწყინვალე დარტყმით გადაუგდო თავზე ბურთი ოიერს. 45–ე წუთზე ისააკ კუენკას ჰქონდა გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა. მეორე ნახევარში ეუსებიო მიხვდა, რომ მოედანზე დელოფეუ და ესპინოზა უნდა შეეყვანა. დასვენებულმა მოთამაშეებმა ძალიან გაამწვავეს "ბლაუგრანას" შეტევები და უფრო მეტ საგოლე მომენტს ქმნიდნენ მეტოქის კართან. 67–ე წუთზე, კუენკამ და სერხი რობერტომ ლამაზად გაითამაშეს ბურთი, რასაც ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა. მატჩის დასრულებიდან 15 წუთით ადრე, მორენომ საჯარიმოში რაფინია წააქცია და თერთმეტმეტრიანის შესრულება სწორედ რობერტომ გადაწყვიტა, რომელიც დუბლის შესრულებას ლამობდა. მან პირველი დარტყმული ბადეში გაახვია, თუმცა მსაჯმა თავიდან დარტყმა უბრძანა და მეორე ცდაზე უკვე გოლკიპერმა აჯობა. "ლურჯ–ბროწეულისფერები" უკვე ფიქრობდნენ, რომ 1 ქულა აიღეს, თუმცა "გვადალახარამ" მეორე ტაიმში ერთადერთხელ, მსაჯის საფინალო სასტვენიდან ერთი წუთით ადრე შეუტია და ისიც გოლი გაიტანა.
"ბარსელონა ბ" ძალიან ცუდად გამოდის ამ სეზონში. კატალონიელები მე–20 ადგილზე არიან 8 მატჩში მოპოვებული 5 ქულით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]