ფაბრეგასი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ფაბრეგასი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ესპანელმა ნახევარმცველმა ოქტომბრის დასაწყისში ვაჯრიშზე ტრავმა მიიღო და ვერ ეხმარებოდა "ლურჯ–ბროწეულისფერებს". გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ექიმები სავარაუდოდ მას ნებას დართავენ მიიღოს მონაწილეობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში, "სევილიას" წინააღმდეგ, რომელიც შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

 

რაც შეეხებათ ხერარდ პიკეს და ალექსის სანჩესს, მათი დაზიანება ბევრად მძიმეა და არ უწერიათ მოედანზე დაბრუნება კიდევ რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც "ბარსასთვის" დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი კი, ოპერაციის შემდეგ განაგრძობს რეაბილიტაციის კურსებს და სავარაუდოდ, სეზონის დასასრულისკენ, აპრილში შეძლებს თამაშს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.