ბუსკტესი: ”ვიცით, რომ ყოველთვის 5:0 ვერ მოვიგებთ”

ბუსკტესი: ”ვიცით, რომ ყოველთვის 5:0 ვერ მოვიგებთ”


”მალიორკასთან” მატჩის შემდეგ ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ”ბარსა ტვ”-სთან ისაუბრა ”ნოუ კამპზე” გამართულ მატჩზე და კრიტიკაზე, რასაც კლუბი და განსაკუთრებით ლეო მესი ბოლო შეხვედრების შემდეგ იღებდა.

”ნოუ კამპზე” კვლავ კარგი შეხვედრის ჩატარების შემდეგ ბუსკეტსი ნასიამოვნები დარჩა შედეგით, მაგრამ არჩია თავშეკავებულობა: ”ეს არაა ადვილი. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი მივაჩვიეთ ყოველთვის გამარჯვებას. ვიცით, რომ ყოველთვის 5:0 ვერ მოვიგებთ. მთავარია ვიცოდეთ რას ვაკეთებთ კარგად და ვცადოთ და გავიზარდოთ იმაში, რასაც კარგად ვერ ვაკეთებთ”.

23 წლის ნახევამრცველმა, რომელსაც პირველ გუნდში 150 შეხვედრაზე მეტი მატჩი აქვს გამართული განაცხადა, რომ ეს შთამბეჭდავი შედეგი თანაგუნდელებს დაეხმარება რწმენის დაბრუნებაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ: ”გუნდმა საშინაო დავალება შეასრულა” - განაცხადა მან და დაამატა, რომ ფეხბურთელები გააგრძელებენ ძლიერ მუშაობას.

ბუსკეტსმა განაცხადა, რომ გუნდს ყოველთვს კარგი შედეგის მიღწევა არ შეუძლია და ზოგიერთ დღეებში შეუძლებელია კარგი შედეგის მიღწევა: ”ჩვენ არ ვართ რობოტები ან მანქანები” - განაცხადა მან. ”ხანდახან ყველაფერი ცუდისკენ იცვლება. გაიტანო 5 გოლი და კარი მშრალად შეინახო ძალიან კარგი მიღწევაა”.

მესი დაუბრუნდა გოლების გატანას და ბუსკეტსმა, სესკ ფაბრეგასის მსგავსად არგენტინელი თანაგუნდელი შეაქო: ”ჩვენ ვიცით, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის გუნდის ლიდერია და განსხვავებულია” - განაცხადა სერხიომ. ”მაგრამ ის არ არის მანქანა და იქნება მატჩები, სადაც გოლის გატანას ვერ შეძლებს”.

მესის ჰეთ-ტრიკისა და დიდი სხვაობით მოგების გარდა კულეებს კუენკას და დეულოფეუს თამაში გაუხარდათ. სერხიო აგრძელებს: ”მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ გუნდში გადმოვიდნენ. ისეთ მწვრთნელებს, როგორიც გვარდიოლაა დიდი რწმენა აქვთ რეზერვის, რადგან ისინი მართლაც კარგად აკეთებენ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ფეხბურთელი დამკვიდრდება პირველ გუნდში. ყველანი ვცდილობთ მათ დახმარებას და მოდუნებას, მაგრამ ისინი კარგად მომზადებულები არიან”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.