მესი: "ჩვენი მთავარი კონკურენტი "ბაიერნია"

მესი: "ჩვენი მთავარი კონკურენტი "ბაიერნია"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, თვლის, რომ თავისი გუნდის მთავარი კონკურენტი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნია". მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გერმანელები შესანიშნავ ფორმაში არიან და დიდ ძალას წარმოადგენენ.

 

"ბაიერნი" შესანიშნავი გუნდია ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყველა მათგანი შესანიშნავ ფორმაშია, გარდა შვაინშტაიგერისა. მიუნხენელები ახლა უფრო ლაღად თამაშობენ, ვიდრე შარშან. ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ისინი არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ ფინალი სწორედ მათ მოედანზე გაიმართება. გერმანულ გრანდში ერთ–ერთი მთავარი ფიგურა მარიო გომესია. მისნაირ გოლეადორზე ბევრი გუნდი ოცნებობს." –განაცხადა მესიმ Bild–თან ინტერვიუში.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონაც" და "ბაიერნიც" თავიანთი ჯგუფების სათავაში დგანან და გარანტირებული აქვთ 1/8 ფინალში გასვლა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.