საკადრო პრობლემები ”ოსპიტალეტესთან” მატჩში

საკადრო პრობლემები ”ოსპიტალეტესთან” მატჩში


მწვრთნელს მოუწევს ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებით შეავსოს მატჩის განაცხადა, თუმცა კუენკა, მონტოია, ბარტრა, მუნიესა და პლანასი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. მათთან ერთად გაემგზავრება ტიაგო ალკანტარა.

სამეფო თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში, ”ოსპიტალეტესთან” გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი იქნება (2 მეკარე). ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებამ პეპს ზედმეტი პრობლემები შეუქმნა.

ისტორიულად ცნობილია, რომ სამეფო თასის ასეთი შეხვედრები ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებისთვის ძირითადში მოსახვედრად კარგი შანსია, თუმცა ამჯერად ფილიალის 5 ფეხბურთელი ლუის მილიამ ნაკრებში გამოიძახა. 2013 წლის ევროპის შესარჩევ მატჩებში ესპანეთი 10 ნოემბერს ესტონეთს, ხოლო 14 ნოემბერს შვეიცარიას შეხვდება.

მესი და მასკერანო ”ალბისელესტეს” შემადგენლობაში გამეგზავრებიან, რომელის 11 ნოემბერს ბოლოვიას, ხოლო 14 ნოემბერს კოლუმბიას დაუპირისპირდება. ალვეში და ადრიანო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 10 ნოემბერს გაბონის ნაკრებს, ხოლო 14 ნოემბერს ეგვიპტეს შეხვდებიან. ასეთი გრაფიკი ელის ახლახანს დაბრუნებული ალექსის სანჩესს, რომლის ჩილეც 11 და 14 ნოემბერს, ურუგვაის და პარაგვაის შეხვდება.

ერიკ აბიდალი საფრანგეთის ნაკრებს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდება, ამიტომაც თასის მატჩში ის გვარდიოლას განკარგულებაში იქნება. ”ბარსას” ასევე სურს სეიდუ კეიტას გამგზავრება გადადოს მალის ნაკრებში. მალი 11 ნოემბერს ბურკინა ფასოს ეთამაშება.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მის გუნდს ინგლისთან და კოსტა რიკასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში დაეხმარებიან. სიაში კვლავ დომინირებენ ”ბარსას” ფეხბურთელები.

ამგვარად სამეფო თასის შეხვედრისთვის გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: ვალდესი, პინტო, პუიოლი, ფონტასი, პიკე, მაქსველი, სესკი, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი და ვილია. პედრო და აფელაი ტრავმირებულები არიან. მწვრთნელს მატჩის განაცხადის შევსებისთვის ფილიალიდან 7 ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.