როსელი: "პრიმერა დივიზიონში ზედმეტად ბევრი გუნდია"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი, თვლის, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ზედმეტად ბევრი გუნდი მონაწილეობს. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" პირველი კაცის თქმით, კლუბების რაოდენობა 16–მდე უნდა შემცირდეს, რაც უფრო სანახაობრივს გახიდ ჩემპიონატს.
"ვფიქრობ, რომ "ლა ლიგაში" ზედმეტად ბევრი გუნდია. ახლა ჩვენ 20 მათგანი გვყავს. ჩემი აზრით, საჭიროა ამ რიცხვის ჯერ 18–მდე, შემდეგ კი 16–მდე შემცირება. ამით ეს ჩემპიონატი ბევრად უფრო სანახაობრივი და დაძაბული გახდება" –ციტირებს როსელის სიტყვებს ყოველდღიური გამოცემა AP.
საინტერესოა განიხილავს თუ არა ესპანეთის ფეხბურთის ხელმძღვანელობა სანდროს ამ მოსაზრებას და ძნელი სათქმელია ასეთი ცვლილებების განხორციელება რამდენად წაადგება ჩემპიონატს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]