ნეიმარი:"ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია"

ნეიმარი:"ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია"

ბრაზიულიური "სანტოსის" 19 წლის ლიდერი ნეიმარ და სილვა უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც დეკემბერში გაიმართება.  "სანტოსი" შეიძლება კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდეს, თუ ორივე გუნდი ფინალში გავა. "ვასკო და გამასთან" მატჩის შემდეგ, ნეიმარმა განაცხადა:"სანტოსი" უკვე ემზადება წლის ბოლო მატჩისათვის, სადაც ძალიან დიდი ბრძოლა გაიმართება. ჩვენ შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში."

ფეხბურთელი ოცნებობს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს და "ბარსელონას" შეხვდეს: " რა თქმა უნდა "ბარსა" საუკეთესოა, მაგრამ დაგვამარცხებენ თუ არა ისინი ჩვენ, მოედანზე ვნახავთ," დაასრულა ნეიმარმა.

ცნობისთვის 19 წლის ფეხბურთელს "სანტოსის" შემადგენლობაში ჩატარებულ 83 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 15 მატჩში, ნეიმარმა თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.