დრონი მეფობენ და არა მეფენი!(?)
მშვიდად, წყნარად ვიჯექი და "ბარსელონას" გასული თამაშების ჩანაწერებს ვადევნებდი თვალ–ყურს და უცაბედად ჩემს თავში რაღაც მოხდა. კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ამის შემდეგ მუზა მოდიოდა და მოდიოდა...
რამდენი დრო გავიდა...რამდენი დრო გავიდა კრუიფის "დრიმ თიმის" შემდეგ. მაშინ "ბარსელონა" სასწაულებს ახდენდა, თუმცა დრომ თავისი ქნა და კატალონიელებმა დაკარგეს ფეხბურთში ძალაუფლება. კლუბში მოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ კოკუ, ლუის ენრიკე, დე ბური, კლუივერტი, რივალდო, რეიციგერი, თუმცა მსოფლიოს კიდევ ერთხელ "დაპყრობა" ვერ ხერხდებოდა. ამის შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად მოვიდა ფრანკ რაიკაარდი. ასევე მოვიდა ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე რონალდინიო, რომელიც საოცრებებს აკეთებდა. წამოიზარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ვალდესიც, ჩავიც, პუიოლიც და ინიესტაც. თავდასხმაში ადგილი ეტო'ომ შეავსო და თავის დავალებებს ძალიან კარგად ართმევდა თავს. და აი, როგორც იქნა დადგა დრო თავიდან გაბრწყინებისა. 2006–ში "ბლაუგრანამ" უკვე ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეს და გაიხსენეს ამ ჩემპიონატის მოგების გემო. მერე იყო ჩავარდნა, რომელსაც რაიკაარდის თანამდებობა შეეწირა. მისი ადგილი ხოსეპ გვარდიოლამ დაიკავა...
ამ ყველაფერს კი ვუყურებთ ჩვენ, რიგითი გულშემატკივარი და ვიღებთ სიამოვნებას. მნიშვნელობა არ აქვს "ბარსელონას" ქომაგი ხარ თუ არა. მთავარია ფეხბურთი გიყვარდეს და რასაც კატალონიელები მოედანზე აკეთებენ აუცილებლად მოგეწონება. ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ეს გამოთქმა, ადრე თუ გვიან მართლდება, მაგრამ აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია "ბლაუგრანა" არ ეთანხმება ამ ფრაზას. ისინი აგრძელებენ ჩინებულად გამოსვლას და ტიტულის ტიტულზე მოგებას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვუყუროთ ნამდვილ ხელოვნებას, გავიზიაროთ მათი ფილოსოფია და სანამ ამის საშუალება გვაქვს, დავტკბეთ იმ თამაშის სტილით, როგორითაც ისინი თამაშობენ.
ჩემს ძარღვებში ლურჯ–ბროწეულისფერი სისხლი ჩქეფს!












































ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]