აფელაი შეიძლება "პსვ-ში" დაბრუნდეს
როგორც ჰოლანდიური СМИ იტყობინება, კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი, შეიძლება თავის ყოფილ კლუბ "პსვ ეინდჰოვენში" დაბრუნდეს. შეიძლება ორ კლუბს შორის შეთანხმება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შედგეს და აფელაი დაბრუნდეს თავის მშობლიურ კლუბში.
მოგეხსენებათ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და სავარაუდოდ მარტამდე ვერ გამოჯანმრთელდება, თუმცა ეს არ ანაღვლებს "პსვ-ს" ხელმძღვანელობას.
ცნობისთვის აფელაი კატალონიურ გუნდში შარშან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადმოვიდა და მას შემდეგ ლა ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდიის ნაკრების მაისურით აფელაიმ 36 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]