ფეხბურთის მეხსიერებაში დარჩება ეს მატჩი...

ფეხბურთის მეხსიერებაში დარჩება ეს მატჩი...


მარტი პერარნაუმ ”ატლეტიკისა” და ”ბარსელონას” მატჩი დიდებულ ბრძოლად დაასათაურა. რატომ? პასუხებს აქვე გაიგებთ...

1. გვარდიოლამ მატჩი საჭადრაკო პარტიისთვის მოამზადა, ხოლო ”ატლეტიკმა” თამაში საკრივო ბრძოლად გადააქცია. ელოდები კარპოვის და კასპაროვის დაპირისპირებას, შედეგად კი ფრეიზერი-ალის დაპირისპირებას უყურებ. ეს ”ატლეტიკის” დამასხურებაა. პეპი მოოდანზე გაძლიერებული ცენტრით გამოდის სიტუაციის გასაკონტროლებლად, მაგრამ იღებს ცარიელ ფრთებს შეტევაში. კუენკა ტრიბუნაზე, ვილია სათადარიგოზე, ადრიანო კი მთელ ფრთას აკონტროლებდა. მისი დავალება მუნიაინის გაკონტროლება იყო.

2. ბიელსამ შეხვედრა ჭკვიანურად დაიწყო. ”ატლეტიკი” ძალიან წინ აწარმოებს პრესინგს, ავიწროვებს ჩავის და ტეხავს სამკუთხედებს. ხოლო ეს სამკუთხედები ძირითადი ელემენტია ბურთის კონტროლის. თუკი მას ჩაგიშლიან ხელიდან მთავარ ხელსაწყოს გართმევენ.

3. ”ბარსა” 5 ფეხბურთელით თამაშობს მოედნის ცენტრში (სერხიო, ჩავი, ინიესტა, სესკი, მესი). ”ატლეტიკი” კი ამ ხუთეულის ყველა კომბინაციას კეტავს. მასპინძლები მთელი ძალით აწყდებოდნენ ამ კვინტეტს და არ აძლევდნენ ბურთის კონტროლის საშუალებას. ასეთი პრესინგი ბიელსას სტილია. დააწვე მეტოქეს როგორც გიჟი და მოითხოვო, რომ გიჟებმა დაასრულონ ეპიზოდი.

4. ისინი ”ბარსას” გეგმას ურუვენ და პრიმერას მატჩიდან ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადავდივართ: ძალიან დიდი სისწრაფე შეტევაში და დაცვაში. სესკი მოწინააღმდეგის კარზე იყო დაგეშილი, ინიესტა ცალი თვალით მუნიაინს აკვირდებოდა და ბუსკეტსი პიკეს ეხმარებოდა ლორენტეს დაკავებაში. ამ დროს ჩავი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც პაუზა უნდა დაეჭირა და ის ვერ ახერხებს ამას.

5. პაუზას შენ მეტოქე გაძლევს. თუკი ის ნებდება, გრძნობს თავს სუსტად და ვერ ასწრებს შენი კომბინაციების ჩაშლას, მაშინ ”ბარსა” პოულობს პაუზას, მაგრამ თუკი ისინი მუდმივად ”ფეხზე გაზიან”, არ გაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას ამ პაუზის პოვნა ძალიან რთულია. პაუზის გარეშე ”ბარსა” კიდევ ერთ ხელსაწყოს კარგავს. საერთო ჯამში უკვე ორს.

6. პრემიერ-ლიგის სუპერმატჩი. ლეგენდარული სტადიონი, თავსხმა წვიმა, ძალიან დიდი სისწრაფე, სპორტული სიმართლე, ორი მთავარი მოქმედი პირი, სრული მადლიერება, თავდადება. გიგანტი ლორენტე ბურთს ვერ იღებს პიკესთან ორთაბრძოლაში, რომელიც ყველა ზონას ხურავს. განეიტრალებული მუნიაინი, ძლიერი ანდერი, შესანიშნავი სესკი, რომელიც თავის სტიქიაში იყო.

7. ფეხბურთის მეხსიერებაში დარჩება ეს მატჩი. ”ატლეტიკი” მთელი შეხვედრა ძლიერი იყო, თამაშობდა ბოლომდე. ბიელსას განკარგულებაში 2 ჩემპიონი და 9 თავდადებული შეგირდი იყო. ”ბარსა” კი საკუთარი ამბიციებში დარწმუნებული იყო, საკუთარ სტილში და მანერაში. ორი გრანდის დიალოგი მონოლოგის ნაცვლად. 

8. რეალობა მოლოდინს ცვლის. სესკი მოვიდა, რათა ჩავის და ტიაგოს მსგავსად აკეთოს ბოლო გადაცემები. რეალობა სხვაგვარ სესკს გვაჩვენებს. ის მატყუარა ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს, ტიაგო კი უფრო რითმულია, რომელიც პაუზებზე თამაშობს, ის მზადაა სიტუაციის გასაკონტროლებლად. ორივე მათგანი თავს სხვაგვარად გვაჩვენებს, ვიდრე ველოდით.

9. ბუსკეტსი იტანჯება ასეთ მატჩებში. როცა ”ბარსა” მეტოქეს მოარჯულებს ბუსკეტსი იზრდება. ის ჩავის ”თანაშემწეა”. როცა გუნდი ბურთს იბრუნებს პირველი შეტევაში გადაცემას ის აკეთებს. პაუზის და მოედანზე დომინირების არ ქონის დროს ის ამას ვერ აკეთებს, ხოლო მისი ეფექტურობა ეცემა.

10. შეცდომები ”ბარსაში”. ეს შეიძლება კერძო პირებს მივაკუთნოთ: დასრიალდა მასკერანო, უიღბლო გადაცემა აბიდალის, ლორენტე და პიკე (ასე გაიტანეს მასპინძლებმა გოლები...). ასევე შეიძლება მოიძებნოს უფრო სტრუქტურული შეცდომები. ეს შედეგი არჩეული სტილის შედეგია. ”ბარსა” მუდმივად მისდევს და ”კვდება” საკუთარ სტილთან ერთად ყველა მატჩში. მას არ აქვს და არ უნდა, რომ ჰქონდეს ”გეგმა ბ”. მას აქვს სტილი, ის ასე აშენდა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. შეცდომები ამ სტილის ბრალია. არაფერი განსაკუთრებული სხვა.

p.s. ესეც ჩემი 1000 სიახლე ბარსამანიაზე

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.