თასზე სეგუნდას ბინადრები სახიფათონი არ არიან
პირველი ოფიციალური შეხვედრა ”ბარსასა” და ”ოსპიტალელეტს” შორის კატალონიის თასზე შედგა. ამ დრომდე ეს გუნდები არც პრიმერაში და არც სამეფო თასზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. ბოლო 3 წლის განმავლობაში ”ბლაუგრანა” წარმატებით ართმევდა თავს სეგუნდას ბინადრებთან თამაშს.
”ბენიდორმი” (2008/09)
იმ ლეგენდარულ სეზონში ”ბენიდორმთამ” ”ლეს ფოიეტესზე” გამართული მატჩი პირველი ნაბიჯი იყო ”მესტალიისკენ”. ანგარიში იმ შეხვედრაში ბოიანმა გახსნა. ეს არ იყო მხოლოდ პირველი გოლი თასზე გვარდიოლას ეპოქაში, არამედ შესანიშნავი გოლი საჯარიმოს გარედან. განმეორებით მატჩში გამარჯვების ერთადერთი გოლი მესიმ გაიტანა. თასის შემდეგ ეტაპზე ”ბარსას” მსხვერპლი მადრიდის ”ატლეტიკო” იყო.
”კულტურალ ლეონესა” (2009/10)
ამჯერად თასის 1/16 ფინალში გვარდიოლას გუნდს ”კულტურალ ლეონეას” შეხვდა. გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ლეონში გაყვნენ იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ. ”ბარსამ” გამარჯვება პედროს დუბლით მოიპოვა. განმეორებით მატჩში კი ”კამპ ნოუზე” ”ბარსამ” 5:1 გაიმარჯვა. შემდეგ ეტაპზე კი ”ბარსა” ”სევილიას” შეხვდა, რომელმაც კატალონიური კლუბი გამოთიშა ასპარეზობიდან. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო.
”სეუტა” (2010/11)
ამ მატჩში გამარჯვება ფინალისკენ პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც კვლავ ”მესტალიაზე” იმართებოდა. მგზავრობა სტუმრად აეროპორტის არქონის გამო გართულდა, ამიტომ გუნდი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა. გოლები საკუთარ აგარიშზე პედრომ და მაქსველმა ჩაიწერა.
ბოლო მარცხი ”ბარსამ” საგარეო და განმეორებით მატჩში 1993/94 წლის სეზონში იგემა. ”ბარსა” დაამარცხა ”ბეტისმა”, რომელიც იმ დროს სეგუნდაში ასპარეზობდა. პეპ გვარდიოლა იმ დროს ”ბარსას” მაისურს ატარებდა. გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ”ნოუ კამპზე” კი ტაბლოზე ანგარიშის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ შეცვლა ხუანიტომ შეძლო. ”ბეტისმა” 0:1 გაიმარჯვა. მიუხედავად ამ დასანანი მარცხისა ”ბარსელონა” იმ სეზონში ზედიზედ მეოთხედ იგებს ლა ლიგას და გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]