გვარდიოლა: "შემდეგ ეტაპზე გასვლაზე საუბარი ჯერ ადრეა"

გვარდიოლა: "შემდეგ ეტაპზე გასვლაზე საუბარი ჯერ ადრეა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, გუშინ გამართული ესპანეთის თასის 1/16 ფინალის მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა სტუმრად "ოსპიტალეტი" 1:0 დაამარცხა, განაცხადა, რომ ეს გამარჯვება არაფერს წყვეტს და, რომ მათ ჯერ კიდევ არ გაუნაღდებიათ 1/8 ფინალში გასვლა.

 

"თუ ვინ გავა "კოპა დელ რეის" შემდეგ ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ამიტომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. კარგად ვიცნობდით ამ გუნდს. მათ ნამდვილად კარგად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და ძალიან ბრძოლისუნარიანები არიან. სწორედ ამიტომ ლიდერობენ თავიანთ დივიზიონს. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ კიდევ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. შესანიშნავი იყო მოწინააღმდეგე კლუბის გოლკიპერი. საბოლოო ჯამში, ჩემმა ბიჭებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს." –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი "ბარსელონასა" და "ოსპიტალეტს" შორის "კამპ ნოუზე", 21 დეკემბერს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.