იგუიტა: "ვალდესი კასილასს მირჩევნია, რადგან ის მე მგავს"
კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა რენე იგუიტამ, შეადარა მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" მეკარეები, იკერ კასილიასი და ვიქტორ ვალდესი. იგუიტას თქმით, "ლურჯ–ბროწეულისფერების" კარის დარაჯის თამაში უფრო მოსწონს.
"თუ კასილიასს შევადარებთ ვალდესს, მე უკანასკნელს ავირჩევ, რადგან იგი რაღაცით ჩემს თავს მაგონებს. იკერი უფრო კარის ხაზზე თამაშობს, ხოლო ვიქტორი გამოსვლაზე შესანიშნავია. რაც შეეხებათ უშუალოდ მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას", ვგონებ შემდეგ "ელ კლასიკოში" "ბლანკოსს" ძალუძს "ბლაუგრანას" დამარცხება. ამ დროისათვის "თეთრები" ძალიან კარგ ფორმაში არიან და მაღალ დონეზე თამაშობენ. ალბათ ისინი დაამარცხებენ "ლურჯ–ბროწეულისფერებს, მაგრამ იმას ნამდვილად წყალი არ გაუვა, რომ მოედანზე უპირატესობა "ბარსას" ექნება." –ციტირებს იგუიტას სიტყვებს ესპანური პრესა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]