ფაბრეგასი და ტელიო მატჩის შემდეგ

ფაბრეგასი და ტელიო მატჩის შემდეგ

გუშინ გაიმართა ესპანეთის თასის პირველი 1/16 ფინალური შეხვედრა, სადაც "ჰოსპიტალეტმა" უმასპინძლა "ბარსელონას". სტუმრებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 0:1, მოიგეს. მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთესი ფრანსესკ ფაბრეგასმა და ტელიომ.

 

სესკ ფაბრეგასი: "მეტოქემ ყველაფერი გაგვირთულა. ძალიან კონკურენტუნარიანი შეხვედრა იყო. ჩვენ ვიცოდით რაც გვსურდა. "ბარსას" უნდა, რომ ყოველ ტურნირზე მაქსიმუმი გააკეთოს და ნებისმმიერ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთოს, ისევე, როგორც დღეს. "ჰოსპიტალეტი" საკმაოდ ძლიერი და აგრესიული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. მათ დაცვის ზონა ბრწყინვალედ გადაკეტეს, რაც საგოლე მომენტების შექმნას ართულებდა, თუმცა ბურთი "დავიჭირეთ".

 

ტელიო: "ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ განაცხადში შემიყვანეს, თუმცა სასტარტოში ჩემი დაყენება ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლა ჩემი გონება "ბარსელონა ბ"-ზეა გადართული და გავაკეთებ ყველაფერს, რათა კიდევ მომეცეს შანსი პირველ გუნდში თამაშისა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.