მესი - ლიდერი, რომელსაც მხოლოდ სახალხოდ საუბრების ეშინია

მესი - ლიდერი, რომელსაც მხოლოდ სახალხოდ საუბრების ეშინია

გამოცემა Debate მალე გამოაქვეყნებს ვარსკვლავი ფეხბურთელის ბიოგრაფიას, რომელიც ლეონარდო ფაჩიომ დაწერა და რომელშიც საუბარია ლეო მესის უფრო პირად, საზოგადოებისთვის უცნობ თვისებებზე.

 

ლეო მესი - სტყვაძუნწი ადამიანია, რომელიც ფეხბურთმაც ძალიან ბევრი ფურცელი შეავსო მელნით. უახლოვეს მომავალში ჟურნალისტი ლეონარდ ფაჩიო, რომელიც 2008 წელს ახალი იბეროამერიკული ჟურნალისტიკის ფონდის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა, გამოაქვეყნებს ბიოგრაფიულ ნაშრომს "ბლაუგრანას" ვარსკვლავზე. წიგნის სახელია - "მესი - ბიჭი, რომელიც ყოველთვის იგვიანებდა (ახლა კი პირველია)"(Messi. El chico que siempre llegaba tarde [Y ahora es el primero]). ნამუშევარში ავტორი შეეცადა, რომ ეჩვენებინა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის უფრო ადამიანური და პირადი მხარე.

 

ყოველთვიურმა გამოცემა Quimera-მ გამოაქვეყნა ბიოგრაფიული წიგნის გარკვეული დეტალები. "ბურთის გარეშე მესი უბრალო ადამიანია, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, აანალიზებს საკუთარ გენიალურობას და აგრძელებს საკუთარი პიროვნების შენებას." - ამბობს წიგნის ავტორი ინტერვიუში. ფაჩიო ირწმუნება, რომ ლეო უბრალო ბიჭია, რომელსაც ასევე უბრალო გატაცებები აქვს, "არ უყვარს კითხვა, მას თავისი საქმე აქვს ცხოვრებაში და მიიჩნევს, რომ დროის უსარგებლო ხარვჯვაა ყველაფერი, რამაც შეიძლება მისი ყურადღება მთავარი მიზნიდან სხვა რამეზე გადაიტანოს."

 

წიგნის წერისას ფაჩიო დაუკავშირდა ხუანხე სებასტიან ვერონს - ადამიანს, რომელიც სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დროს ლეოსთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში. ნახევარმცველი ლეოს ახსიათებს, როგორც მშვიდ ადამიანს, "იგი არ იძაბება გასახდელში მოედანზე გასვლამდე, (...) პირიქით, ვალდანო იხსენებს, რომ მას აღელვებული მარადონა უნახავს". "მარადონა, ისევე როგორც მესი, ყოველთვის ბოლოში იდგა, თითქოს საერთოდ არ ახსოვდა ბურთი." ვერონასა და "ალბისელეტეს" მასაჟისტს წილად ხვდათ დილაობით ლეოს გაღვიძების ბედნიერება.

 

"ელ ბრუხიტა" ირწმუნება, რომ მას ერთხელ უნახავს ანერვიულებული მესი. "მარადონამ უხმო მესის, რათა მისთვის რაღაც ეთქვა. მას სურდა, ლეოსთვის კაპიტნის სამკლავური მიეცა. იმ დღეს პირველად ვნახე ლეო ანერვიულებული. ლიდერისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობის არ ქონდა აღელვებდა მესის. მას მთელი ღამე არ უძინია იმაზე დარდით, რომ თანაგუნდელების წინაშე სიტყვით გამოსვლა მოუწევდა (...). სწორედ ამას განიცდიდა მესი. მას ხომ არ შეეძლო თანაგუნდელების წინაშე საზეიმო ტექსტი სმს-ით ეთქვა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.