რაფინიას და ტელიოს დებიუტი პირველ გუნდში
საერთო ჯამში გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ძირითად გუნდში დებიუტი 21 ფეხბურთელს ჰქონდა. ტელიომ ”ოსპიტალეტთან” მთელი მატჩი ითამაშა, ხოლო ტიაგოს ძმამ, რაფინიამ 15 წუთი.
პეპ გვარდიოლა არ ერიდება კანტერანოების პირველ გუნდში გადმოყვანას. ახლახანს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდათ კრისტიან ტელიოს და რაფინიას. მათ სამეფო თასის 1/16 ფინალში ”ოსპიტალეტთან” ითამაშეს. 10 დღის წინ პირველი გუნდის მაისური პირველად მოირგო ხერარდ დეულოფეუმ. პეპ გვარდიოლამ კი მწვრთნელობის დროს 21 კანტერანოს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
ტესტის ჩაბარება
ტელიომ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო მოედანზე. პირველ ტაიმში ის მარჯვენა ფლანგს აკონტროლებდა. მან 5 კროსი განახორციელა და 69 მომენტში მიიღო მონაწილეობა. რაფინია მოედანზე 75-ე წუთზე, სესკის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მან 11 კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
მომავლის 2 თავდამსმხელი
კრიტიან ტელიო (20 წლის) ფართო უნარის მქონე თავდამსხმელია, მას შეუძლია მატყუარა ცხრიანის პოზიციაზე თამაში. მან ”ბარსა ბ”-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასული სეზონის შუაში დაიმკვიდრა გოლის ალღოს ინსტიქტის და ასისტენტობის უნარის გამო.
რაფინია (18 წლის), ტიაგოს უმცროსი ძმა ძლიერი ფეხბურთელია. ის მემარცხენეა. ”ბარსა ბ”-ში ის 17 წლამდელთა ჯგუფში თავის გამოჩენის შედეგად მოხდა. ის ძლიერი ტექნიკური მხრითაც. უესებიო მას მატყუარა ცხრიანის პოზოცოაზე ათამაშებს.
21 დებიუტანტი პეპის მწვრთნელობისას
2008/09: სერხი ბუსკეტსი, ტაიგო ალკანტარა, ხავი ტორესი, მარკ მუნიესა, ბოტია და აბრაჰამი.
2009/10: ფონტასი, დოს სანტოსი, სორიანო, გაი ასულინი და ბარტრა.
2010/11: ორიოლ რომეუ, სერხი გომესი, მინიო, ნოლიტო, მონტოია და სერხი რობერტო.
2011/12: კუენკა, დეულოფეუ, რაფინია და ტელიო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]