ფაბრეგასი: "ვენგერს ვესაუბრე"

ფაბრეგასი: "ვენგერს ვესაუბრე"

ფაბრეგასი: "ვენგერს ვესაუბრე"


ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა ჯერ არ იცის თუ სად დაიწყებს შემდეგ სეზონს. ესპანელს არაერთხელ უთქვამს, რომ კატალონიის "ბარსელონაში" სურს გადასვლა, თუმცა კლუბებმა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სესკის განცხადებით, იგი ახლა კონცენტრირებულია მსოფლიო ჩემპიონატზე.
"მინდა ვთქვა ერთი რამ: მე უდიდეს პატივს ვცემ "არსენალს" და მის მთავარ მწვრთნელ, არსენ ვენგერს. მთელი გუნდიდან იმდენ სითბოს ვიღებ, რამდენსაც საკუთარი ოჯახისგან. რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა ვენგერთან. მან მირჩია, რომ მთელი ჩემი კონცენტრაცია მსოფლიო ჩემპიონატზე გადავიტანო და არ მივაქციო ყურადღება ამ აურზაურს. მწვრთნელმა მითხრა, რომ მას ვენდო და მომავალ სეზონში ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მინდა. ასე რომ ახლა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უკვე "არსენალის" საქმეა. მორჩა, აღარაფერი მინდა ვთქვა ამის შესახებ, ჩემი ყურადღება გადატანილია მუნდიალზე. მსოფლიო ჩემპიონატი ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია." ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Sky Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.