"ბარსა" საუკეთესოა

"ბარსა" საუკეთესოა

 "ბარსელონა" სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო ჩემპიონია ევროპაში. გვარდიოლას გუნდმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ყველაზე ბევრი მატჩი მოიგო, ყველაზე ცოტა თამაში დათმო და სხვაობაც ყველაზე დიდი აქვს გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის.
 ევროპის წამყვანი ლიგების გამარჯვებულებმა ვერ შეძლეს კატალონიური კლუბის მიღწევების გამეორება. "ჩელსიმ" პრემიერლიგა 86 ქულით დაასრულა, ვან გაალის "ბაიერნმა" 70 ქულით, იტალიის ჩემპიონმა "ინტერმა" 82 ქულა დააგროვა, "მარსელმა" საფრანგეთის ჩემპიონობა 78 ქულის წყალობით გაინაღდა.

 31-ჯერ არავის მოუგია
 "ბარსას" და "რეალს" ბოლო ტურამდე შეეძლოთ პრიმერას მოგება. ამიტომ ლა ლიგა წელს განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. კატალონიელებმა და მადრიდმელებმა 31-31 გამარჯვება მოიპოვეს. "ტრიპლეტის" შემსრულებელმა "ინტერმა" მხოლდო და მხოლოდ 24-ჯერ გაიმარჯვა, "ბაიერნმა" 20-ჯერ (ბუნდეს ლიგაში 18 კლუბია), კარლო ანჩელოტის "ჩელსიმ" 27 გამარჯვება მოიპოვა.

 საუკეთესო სხვაობა და ყველაზე ცოტა ბურთი საკუთარ კარში
 "ბარსელონა" ასევე შეიძლება ჩაითვალოს გუნდად, რომელიც ყველაზე კარგად იცავს თავს. კატალონიელებმა მხლოდ 24 გოლი გაუშვეს 38 მატჩში. "ინტერმა" 10 ბურთით მეტი გაუშვა, "ჩელსიმ" -32, გერმანიის ჩემპიონმა 31 ბურთი გაუშვა, ხოლო "მარსელმა"-36.
კატალონიელებს გაშვებულ და მიღებულ ბურთებს შორის სხვაობაც ყველაზე მეტი აქვთ. მათ პრიმერა +74 ბურთით დაასრულეს. "ბარსასთან" ყველაზე ახლოს ლონდონის "ჩელსია". "ლურჯებს" ამ მაჩვენებელში +71 აქვთ.

 მარცხები
 "ბარსა" ასევე ლიდერობს მარცხების სტატისტიკაში(მხოლოდ ერთი მარცხი). ჰოლანდიურმა "ტვენტემ" 2 მარცხი იწვნია. ასევე ორჯერ დამარცხდა პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის "ბენფიკა".

 

წყარო: www.fcbarcelona.cat 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.