მილიტო: "ბარსა" "რეალზე" ძლიერია"

მილიტო: "ბარსა" "რეალზე" ძლიერია"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად არგენტინული კლუბის, "ინდეფენდენტის" ღირსებას იცავს, გაბრიელ მილიტომ, ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად მადრიდელთა ლიდერობისა ლა ლიგის ცხრილში, "ბარსელონა" მათზე ძლიერი გუნდია. იტყობინება ლა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

"ეს არის ორი დიდებული კლუბი ბრწყინვალე მწვრთნელებით, მაგრამ "ბარსელონა" მადრიდის "რეალზე" ძლიერია". ამბობს 31 წლის მცველი.

 

"კატალონიელთა გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა და იქ მყოფ ფეხბურთელებს ყველაფერი აქვთ, რათა "რეალს" კონკურენცია გაუწიონ. გვარდიოლასთან მუშაობისას მე ბევრად ძლიერი გავხდი როგორც ტაქტიკურად, ისე გუნდურად. ეს უკანასკნელი აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ იასპარეზო უმაღლეს დონეზე. ახლა კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია "ბარსელონაში", რა თქმა უნდა, პეპის დამსახურებით. მას პრწყინვალე აზრები და იდეები აქვს". დაასრულა გაბრიელ მილიტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.