ადრიანომ ნაკრების ვარჯიში ტრავმის გამო დატოვა

ადრიანომ ნაკრების ვარჯიში ტრავმის გამო დატოვა

"ბარსელონას" ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიში ბარძაყის ორწვერა კუნთში ტკივილის გამო დატოვა.

 

ბარძაყის ორწვერა კუნთის "წყევლას" საზღვრები არ აქვს და მან ადრიანო კორეიას მიაგნო დოხაშიც, სადაც ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ეგვიპტის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა. ადრიანომ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა ტკივილის გამო და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მან ხსენებულ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ეგვიპტის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.