სონგი კეიტას ნაცვლად

სონგი კეიტას ნაცვლად

მიუხედავად პეპ გვარდიოლას დიდი სიმაპტიებისა, მიმდინარე სეზონი შეიძლება, უკანასკნელი იყოს სეიდუ კეიტასთვის "ბარსაში".

 

პეპ გვარდიოლას არასდროს დაუმალავს თავისი სიმპათიები სეიდუ კეიტასადმი. მწვრთნელი მალელ ნახევარმცველს სათამაშო დროს აძლევს ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი და ტიაგო ალკანტარა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად (31) კეიტას ხანა "ბარსელონაში" დასასრულს უახლოვდება. ამას ემატება ფეხბურთელისადმი მოთხოვნა ისეთი კლუბებიდან, როგორიც ინგლისური "ლივერპული" და რუსული "ანჟია".

 

როგორც სჩანს, გვარდიოლამ უკვე იპოვა სეიდუს შემცვლელი. როგორც ბრიტანული Daily Mirror იუწყება, კატაონიელების სამიზნე სონგია. სონგი 24 წლის კამერუნელი ნახევარმცველია, რომელიც ამჟამად ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს არ აჭარბებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.