"მილანი" ზლატანისთვის იბრძვის

"მილანი" ზლატანისთვის იბრძვის

"მილანი" ზლატანისთვის იბრძვის

"მილანი" მზადაა "ბარსელონას" თავდამსხმელის-ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ბრძოლაში ჩაებას. ამ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა sport.es ავრცელებს. მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ნაკრების ფორვარდი დავიდ ვილა შეიძინა, შვედ შემტევს ხელშეუხებელი მოთამაშის სტატუსი აღარ აქვს. პეპ გვარდიოლას ასევე არსად  დაუფიქსირებია, რომ მას მომავალ სეზონში ზლატანის იმედი ექნება, თუმცა არც მისი საწინააღმდეგო უთქვამს რამე. როგორც არ უნდა იყოს, იტალიური გრანდი იბრაჰიმოვიჩის მიმართ აშკარა ინტერესს ავლენს, ხოლო "ბარსა" ფეხბურთელისთვის ხელის შეშლას არ აპირებს, თუკი იგი ესპანეთს დატოვებას გადაწყვეტს. რაც შეეხება სკანდინავიელის სატრანსფერო ღირებულებას, სავარაუდო ფასად 50 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.