ლიონელ მესი სამძიმარს უცხადებს დიეგო მარადონას
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ათიანმა, ლეო მესიმ, სამძიმარი გამოუცხადა "ალბისელესტეს" ყოფილ დამრიგებელსა და ლეგენდას, დიეგო არმანდო მარადონას. შეგახსენებთ, რომ დიეგოს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.
"ალ ვასლის" მთავარ მწვრთნელს დედა შაბათს გარდაეცვალა და მაშინვე ბუენოს აირესისკენ აიღო გეზი, რათა ორშაბათს დაეკრძალა დონა ტოტა. ვარკსვლავმა არ ისურვა პრესის წარმომადგენლებთან საუბარი.
მესიც შეუერთდა მათ რიცხვს, ვინც მიუსამძიმრა "ელ დიეგოს". ლეომ საკუთარი ფონდის სახელით განაცხადა, რომ იზიარებს თავისი კუმირის ტკივილს. კვირას საღამოს მესიმ ფონდის ვებ-გვერდზე დაწერა, რომ ყველანაირად გვერდში უდგას მარადონას ამ მძიმე დღეების განმავლობაში.
"ლეო მესის ფონდი" ძალიან დამწუხრებულია, რადგანაც გარდაიცვალა სენიორა დალმა სალვადორა ფრანკო, იგივე დონა ტოტა და უთანაგრძნობს დიეგო მარადონასა და მის ოჯახის წევრებს". სწორედ ეს განცხადება გამოქვეყნდა ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მესის გარდა ვარსკვლავს მიუსამძიმრეს ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც არიან: "ბოკა ხუნიორსის" ლეგენდები მარტინ პალერმო და გილერმე ბაროში, ჩოგბურთის ვარსკვლავი ხუან მარტინ დელ პორტო, "რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდა და "ხეტაფეს" გოლკიპერი ოსკარ უსტარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]