პედრო: "ბარსა" ფავორიტია ყველგან და ყოველთვის"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, პედრო როდრიგესი, თვლის, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ყველა იმ ტურნირზე ფავორიტები არიან, სადაც კი ასპარეზობენ. იტყობინება "ფიფას" ოფიციალური ვებ-გვერდი.
"მე ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" უნდა იყოს მთავარი პრეტენდენტი ყველა ტურნირის მოგებისა ყველგან და ყოველთვის". აცხადებს ფეხბურთელი. "ჩვენ ბრიწყნვალე გუნდი გვყავს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს".
"რაც მთავარია, ფეხბურთელებმა ეს ყველაფერი უნდა გაითავისონ. ეს უნდა ჩავინერგოთ საკუთარ მეხსიერებაში, რადგანაც ყოველ წელს იოლი მოწინააღმდეგეებისა და მარტივი თამაშების რაოდენობა იკლებს".
"დაუკვირდით როგორ თამაშობენ ჩვენს წინააღმდეგ. ყოველი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი საკუთარ კართანაა ჩასული და ელოდება ჩვენს შეცდომას. თუ ჩვენ ფავორიტებად ვითვლებით ყველა ტურნირზე, რომელშიც ვასპარეზობთ, მაშინ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ!". დაასრულა პედრო როდრიგესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]