მომდევნო ორი თამაში

მომდევნო ორი თამაში

 "ბარსელონას" ოთხ დღეში 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

23 ნოემბერს "მილანი"-"ბარსელონა"

 ეს ორი გუნდი იბრძვის ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. ამ დროისთვის ლიდერი "ბარსელონაა" 10 ქულით, მეორეზე კი "მილანია" 8 ქულით. "ბლაუგრანელებს" სასურველი შედეგის მისაღწევად ფრეც აწყობს, ხოლო იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. თამაში მილანში "სან სიროზე" გაიმართება. 

 

26 ნოემბერს "ხეტაფე"-"ბარსელონა"

"ხეტაფე", რომელმაც "ლა ლიგის" წინა მატჩზე "სპორტინგთან" წააგო მე_15 ადგილზე იმყოფება 10 ქულით, "ბარსელონას" კი სატურნირო ცხრილში მხოლოდ "რეალი" უსწრებს 3 ქულით. "ბარსას" 28 ქულა აქვს. "ბლაუგრანელებმა" ქულები არ უნდა დაკარგონ, რადგან "ელ კლასიკოზე" მოგების შემთხვევაში "რეალს" გაუთანაბრდებიან და ქულების ერთიდაიგივე რაოდენობა ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.