კეიტა:"ვატყობ, რომ ეს წელიც წარმატებული იქნება ჩვენთვის"
სეიდუ კეიტამ "ელ მუნდო დეპორტივოსთან" ჩაწერა ინტერვიუ
-გაკვირვებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ხშირად ხვდებით ძირითად შემადგენლობაში?
-სიმართლე გითხრათ-არა. მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ, მისტერიც იმას აყენებს ძირითადში ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული.
-გუნდში გამოჩნდნენ სესკი და ტიაგო, ამიტომ თქვენ გადაიწიეთ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. გიჭირთ თუ არა თამაში ამ პოზიციაზე?
-ამ პოზიციაზე არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი, ამიტომ მიადვილდება თამაში. ყოველთვის მომწონდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში, მაგრამ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე უპრობლემოდ შემიძლია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში.
-იანვარში იწყება აფრიკის ჩემპიონატი. უკვე იცით თუ როდის გაემგზავრებით ნაკრებში?
-ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული. ამას გუნდი გადაწყვეტს როდის წავალ მე მალში. გააჩნია რა სიტუაცია იქნება გუნდში, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ჩემს გარეშეც პრობლემები არ შეექმნებათ, მაშინ მე წავალ სამშობლოში. ჩემი აზრით იქ 10 იანვარს ვიქნები.
-თქვენ მომავალთან დაკავშირებით "Sky Sports"_მა გამოაქვეყნა, რომ "ლივერპული" თქვენით არის დაინტერესებული...
-მე არც ერთ ჟურნალისტთან არ მითქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით და არც შეესაბამება სიმართლეს.
-ამ ზაფხულს თქვენი შეძენა ბევრ გუნდს უნდოდა, მაგრამ თქვენ დარჩით "ბარსელონაში"...
-გასაკვირი არ არის, რომ გუნდებს ჩემს მიმართ ინტერესი გაუჩნდათ, მაგრამ მე არც ერთი გუნდის წარმომადგენელს არ დავლაპარაკებივარ ამ თემაზე. მე მინდა "ბარსაში" თამაში. თუ მე გუნდიდან წასვლა მომიწევს ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ კარიერას ვასრულებ ან "ბარსას" არ ვჭირდები და ჩემი გაყიდვა სურს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის.
-"რეალი" კარგ ფორმაშია. გახდა თუ არა უფრო რთული მეტოქე თქვენთვის?
-ვფიქრობ, რომ "რეალი" უფრო გაძლიერდა წინა წლებთან შედარებით. დაკოპლექსდა უკეთესი ფეხბურთელებით, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთს გაუგეს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. არამგონია მათი დამარცხება ვერ შევძლოთ. სეზონის დამთავრებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და ჩვენ უკვე 2 ტიტული მოვიპოვეთ, დეკემბერში კი მესამესთვის ვიბრძოლებთ. ვატყობ, რომ ეს წელიც წარმატებული იქნება ჩვენთვის.
-თქვენ გამოტყდით, რომ "რეალმა" პროგრესი განიცადა". გაძლიერდა თუ არა "ბარსა"?
-გუნდში ჩემი მოსვლის დღიდან ყველა სეზონი განსხვავებულად მიმდინარეობს. "ბარსა" ყოველ წელს ძლიერდება, წელს ჩვენ შევიძინეთ ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი-სესკი და ალექსისი, ასევე "ბარსა ბ"_დან დაგვემატნენ ფონტასი და ტიაგო. ეს ფაქტი ხელს უწყობს სათადარიგო სკამის გამარგებას.
-გუნდში აბიდალი თქვენი საუკეთესო მეგობარია, გითხრათ მან ღამე მის კონტრაქტთან დაკავშირებით?
-მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. გუნდისთვის კარგი იქნება თუ აბი გუნდში დარჩება, ის კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, ამასთან როგორც თქვენ თვით გასახდელში ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-გუარდიოლას კონტრაქტი?
-აბიდალის დარჩენაზე არანაკლებ გამიარდება გუარდიოლას დარჩენა. თითქმის 100%_ით ვარ დარწმუნებული, რომ ის გუნდს არ დატოვებს.
-იცით ის ფაქტი , რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მესი არგენტინაში გმირად იქცა?
-რა თქმა უნდა კი. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ გუნდის და ნაკრების შედარება არ შეიძლება. გუნდში ჩვენ მთელი წელი ერთად ვართ და გვესმის ერთმანეთის, ხოლო ნაკრებში 2 დღე ვარჯიშობ, შემდეგ კი მოედანზე გადიხარ მსოფლიოს სხვადასხვა გუნდებიდან მოკრეფილ ხალხთან ერთად. ლეო ნაკრებში კარგად თამაშობს, მაგრამ მას გოლების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]