"მილანი" - "ბარსელონა". იცოდით თუ არა რომ...

"მილანი" - "ბარსელონა". იცოდით თუ არა რომ...

•ლუდოვიკ ჟული არის უკანასკნელი იმ ფეხბურთელთაგან, რომელმაც შეძლო "სან სიროზე" გოლის გატანა "ბარსას" მაისურით.

 

• "სან სიროზე" გამარჯვების შემთხვევაში "ბარსა" მეთექსვმეტედ დაეუფლება პირველ ადგილს. ფრის შემთხვევაში ყველაფერს მაინც ბოლო ტური გადაწყვეტს, ხოლო წაგების შემთხვევაში "მილანი" მოექცევა სათავეში.

 

• "მილანი" და "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 4 შეხვედრა ესპანელებმა მოიგეს, 4-ც იტალიელებმა და 4 ფრედ დასრულდა.

 

• ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ 2006 წლის 18 აპრილს და "ბარსამ" გასვლაზე 0:1 მოიგო, ხოლო სახლში დაუზავდა იტალიურ გრანდს.

 

• ბოლოს "როსონერიმ" კატალონიურ გრანდს 2004 წელს სძლია, სადაც ერთადერთი გოლი ანდრეი შევჩენკომ გაიტანა.

 

• "ბარსამ" 14 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა იტალიურ გუნდებთან და გამოირჩა 4 მოგებით, 4 წაგებითა და 6 ფრით.

 

• "ბარსასთვის" ბოლო ვიზიტი იტალიაში ცუდად დასამახსოვრებელია, რადგანაც "ინტერმა" 3:1 სძლია გვარდიოლას გუნდს.

 

• "ბარსამ" ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო ჩემპიონთა ლიგაზე. მიმდინარე წელს კი ორი გამარჯვება მოიპოვა ("ბატე" 0:5 და "პლზენი" :4)

 

• "მილანიდან" ძამბროტას, იბრაჰიმოვიჩსა და ვან ბომელს უთამაშიათ "ბარსას" მაისურით.

 

• ამ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდებიან ძველი მეგობრები: ფაბრეგასი და ფლამინი ("არსენალი"), მასკერანო და აქვილანი ("ლივერპული").

 

• ამჟამინდელი "ბარსას" ფეხბურთელებიდან ბოლო ალექსის სანჩესმა გაუტანა "მილანს" "სან სიროზე". იგი ჯერ კიდევ "უდინეზეს" ღირსებას იცავდა, როდესაც 4:4 დაუზავდა იტალიურ გრანდს

 

• "ბარსას" ყველაზე მეტი, 13 ბურთი, აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაში. ბომბარდირთა დავაში კი მესი ლიდერობს 5 გოლით მარიო გომესთან ერთად.

 

• გერმანელ ფოლფგანგ შტარკს არასდროს უმსაჯია "მილანის" თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. მას თავისი 42 მსაჯული მატჩიდან 5-ში "ბარსამ" მიიღო მონაწილეობა. ბოლო შეხვედრა, სადაც ვოლფგანგი და "ლურჯ-ბროწეულისფერები" ერთმანეთს შეხვდნენ, იყო "ელ კლასიკო" 2010/2011 წლის სეზონში. კატალონიელებმა 0:2 სძლიეს "რეალს" "ბერნაბეუზე". 

 

P.S. სტატია დაიწერა "მილანთან" მატჩამდე... 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.