აგენტი: "ბარსელონასთან" მოლაპარაკებას ვაწარმოებ დამიაოს თაობაზე"
ვინისიუს პრატესი, ბრაზილიური "ინტერნასიონალის" ფეხბურთელის, ლეანდრო დამიაოს აგენტი, აცხადებს, რომ იგი უკვე დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანურ "ბარსელონასთან" თავისი კლიენტის კატალონიურ გრანდში გადასვლის თაობაზე. პრატესის თქმით, იგი შეხვდა "ლურჯ–ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს, სანდრო როსელის და მასთან გრძელი საუბარი ჰქონდა.
"მე შევხვდი კლუბის პრეზიდენტს და ვესაუბრე ჩემი კლიენტის მის გუნდში გადასვლაზე. უკვე დიდი ხანია ჩვენს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქვს საბოლოო გადაწყვეტილებამდეც მალე მივალთ." –განაცხადა აგენტმა.
როგორც მოგეხსენებათ, დამიაო 22 წლისაა და მისი ამპლუა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშია. მას არც ისე დიდი ხნის წინ ჰქონდა დებიუტი ბრაზილიის ნაკრებშიც. ლეანდროს სატრანსფერო თანხა, არც მეტი არც ნაკლები, 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]