დანიელ ალვეშის პრეს-კონფერენცია

დანიელ ალვეშის პრეს-კონფერენცია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა, განაცხადა, რომ ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა თავისი გუნდის. მოგეხსენებათ, შაბათს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" პირველი მარცხი იგემეს სეზონში. ისინი მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ "ხეტაფესთან" გასვლაზე.

 

მიუხედავად გუშინწინდელი მარცხისა, ფეხბურთელები მზად არიან ყველანაირი გამოწვევებისთვის. დანიელ ალვესმა ვარჯიშის შემდგომ პრეს-კონფერენცია გამართა: "ფეხბურთელები ახლა დასვენებულები არიან. ვიცით, რომ ჩვენს პროფესიაში უამრავი გამოწვევაა, სწორედ ეს გვმატებს მოტივაციას. საბედნიეროდ, სეზონი გრძელია და ჯერ-ჯერობით არავის არაფერი მოუგია. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გასაღები ისაა, რომ არასდროს ვნებდებით - არასდროს!"

 

შანსების გამოყენება

 

"კოლიზეუმ ალფონსო პერესზე" გამართული მატჩის შემდეგ ალვეშმა ჟურნალისტებს უთხდა: "ჩვენ გვქონდა უამრავი შანსი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მათ კი ერთადერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით და ისიც გაიტანეს. არაფრის ახსნა არ არის საჭირო". მიუხედავად ამ მარცხისა, ბრაზილიელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი: "არაცერთ შემთხვევაში არ შევცვლით იმ თამაშს, რომელსაც ვაჩვენებთ. ჩვენი ფილოსოფია გვაქვს და სიცოცხლის ფასად გავყვებით მას".

 

ალვეშმა ასევე ისაუბრა იმ სურთულეებზე, რომელიც "ბარსას" გასვლით მატჩებზე ექმნება: "წლევამდელი გასვლითი მატჩები გასული სეზონის შეხვედრებზე რთული ნამდვილად არ არის, თუმცა არასდროს იყო იოლი. უბრალოდ ამ სეზონში გაგვიჭირდა სტუმრად ასპარეზობა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფაზაა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წლის დასაწყისში შეგვექმნა და არა ბოლოში. ახლა დროა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ".

 

შეცდომების დრო აღარ არის

 

ბრაზილიელმა განაცხადა, რომ შეცდომების დაშვების დრო აღარ არის თუ "ბლაურანას" ტიტული სურს: "მადრიდის "რეალი" ქულებს აღარ დაკარგავს და შესაბამისად, ჩვენც არ უნდა დავუშვათ შეცდომები. მათ ექვს ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ და უნდა შევეცცადოთ ქულათა სხვაობის შემცირებას. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ".

 

ალვეშს სჯერა, რომ "ბერნაბეუზე" გასამართი "კლასიკო" იქნება გადამწყვეტი მატჩი: "მე და ჩემი გუნდელები მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩვენი გუნდი სიკვდილამდე იბრძოლებს ყველაფრისთვის".

 

P.S. ესეც ჩემი 900 სიახლე Barcamania.Ge-ზე... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.