მარადონა: "ნეიმარი მესიზე უკეთესი? პელეს ვურჩევ საჭირო წამლები მიიღოს"
არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო არმანდო მარადონამ, კომენტარი გაუკეთა "ფეხბურთის მეფედ" წოდებულის პელეს სიტყვებს. როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნეიმარი ლიონელ მესის ყველანაირად ჯობს და მასზე შედეგიანიცაა. პელეს თქმით "სანტოსის" ფეხბურთელი ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია დგომა, რისი უნარიც ლეოს არ შესწევს. დღეს კი მარადონამ პელეს საჭირო წამლების მიღებისკენ მოუწოდა.
"როგორც ჩანს პელე წამლებს არასწორად იღებს. იმის მაგივრად, რომ მას წამალი ძილის წინ დაიელია, დილით გადაყლაპა და სწორედ ეს გახდა ასეთი უაზრო ლაპარაკის მიზეზი. პირადად მე მას ვურჩევდი, რომ მომავალში საჭირო დროს მიიღოს პრეპარატები. ასევე აუცილებელია მან გამოიცვალოს პირადი ექიმი." –ციტირებს "ფეხბურთის ღმერთის" სიტყვებს არგენტინული პრესა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]