11 რჩევა "ბარსელონას" მოსაგებად
შემოგთავაზებთ 11 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ისეთმა გუნდებმა, როგორიცაა "რეალი", რათა დაამარცხონ "ბარსელონა".
I რჩევა: პიკე-პუიოლი
"ბარსელონას" დიდი ხანია "კამპ ნოუზე" არ წაუგია, იშვიათია წაგებები გასვლაზეც. ამის მიზეზი ორი ადამიანია - პიკე და პუიოლი. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ გუნდის წარმტებებში. ორივე ფეხბურთელი "ბარსას" აღზრდილია, ამიტომ ორივემ იცის კარგად გუნდის ფილოსოფია. ძნელია მათი მოტყუება. პიკე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ხოლო პუიოლი მიუხედავად ასაკისა შესანიშნავად გრძნობს თავს, რაც "რეალი"-"ბარსელონას"(1:3) მატჩზე დამტკიცდა. ამ ორი ფეხბურთელის მოტყუება იგივე სირთულეს წარმოადგენს, როგორიც მესისთვის ბურთის ართმევა.
II რჩევა: მოედანზე აუცილებლად 12 მოთამაშე უნდა გყავდეს
12 მოთამაშიდან თერთმეტს თავად მწვრთნელი ირჩევს, მე_12 კი თავად გულშემატკივარია. თუ არ გყავს ისეთი გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება, ძნელია მოუგო ისეთ გუნდს, როგორიცაა "ბარსელონა".
III რჩევა: ძლიერი დაცვა
თუ არ გყავს კარგი დაცვა და ნახევარდაცვა, ძნელია მოუგო "ბარსას", რადგან: 1)თუ არ გყავს კარგი დაცვა "ბარსას" ყავს მესი და სანჩესი, რომელთა შეჩერება თვით "რეალსაც" კი უჭირს. 2) თუ არ გყავს კარგი ნახევარდაცვა ძნელია ბურთი დიდი ხნით შეინარჩუნო, რაც კატალონიელებს ძალიან კარგად გამოსდის. ამის უმთავრესი მიზეზი კი სწორედ კარგი ნახევარდაცვაა.
IV რჩევა: ბოლომდე უნდა დაიხარჯო
როცა თამაშობ "ბარსელონას" წინააღმდეგ ეს იგივეა, რაც ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მოგების შანსი არც თუ ისე მაღალია. "ბარსელონასთან" მატჩში 3 ქულის აღებისთვის საჭიროა მოედანზე მყოფი 11 ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯოს და გააკეთოს თავისი მაქსიმუმი.
V რჩევა: შორიდან დარტყმები
როგორც პირველ რჩევაში მოგახსენეთ "ბარსელონას" ძლიერი ცენტრალური დაცვა ჰყავს, ამიტომ მათი მოტყუება და საჯარიმოში შესვლა ძალიან რთულია, მხოლოდ გამონაკლისებს თუ ძალუძთ ამის გაკეთება, ამიტომ კარში დარტყმის მოხერხებული გზაა შორიდან დარტყმები. მართალია, "ბარსას" კარგი მეკარე ჰყავს ვალდესის სახით, მაგრამ თუ შორიდან დარტყმა გეხერხება, აუცილებლად უნდა დაარტყა "ბარსას" წინააღმდეგ. გავიხსენოთ "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალი "ჩელსის" წინააღმდეგ, ალბათ ყველას გახსოვთ. ამ შეხვედრაში ორი გოლი გავიდა, ორივე შორეული დარტყმით. ვალდესის მცდელობის მიუხედავად მისთვის ესიენის უძლიერესი დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა.
VI რჩევა: გამართლება
ჟოზე მოურინიოს თქმით გამართლებაა მთავარი ფეხბურთში, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუ არ ეთამაშები "ბარსელონას". მხოლოდ "ბარსელონასთან" იგებს გუნდი იმ შემთხვევაში თუ უმართლებს. გამართლებაში კი ვგულისხმობ, რომ მატჩის დღე დაწყევლილი უნდა იყოს "ბარსასთვის" და პირიქით, ბედნიერი დღე უნდა გქონდეს შენ. ასეთი ფაქტი არცთუ შორეულ წარსულში მოხდა. ალბათ ყველას გახსოვთ "ხეტაფესთან" წაგებული მატჩი, ეს იყო 27 ნოემბერი. სწორედ ასეთ დღეებზე გესაუბრებოდით.
VII რჩევა: "მაესტროს" ყველაზე დიდი ყურადრება უნდა მიაქციო
ჩავი-მაესტრო. ეს ფეხბურთელი ბევრს, ძალიან ბევრს ნიშნავს "ბარსასთვის". ვერ ვიტყვით, რომ მის გარეშე "ბარსას" ძალიან უჭირს, მაგრამ იმ მატჩებში, სადაც მაესტრო არ თამაშობს ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი მოედანზე. ამიტომ ყველა გუნდმა, რომელიც მომავალში "ბლაუგრანელებს" დაუპირისპირდება უნდა გაითვალისწინოს ჩავის ფაქტორი.
VIII რჩევა: სწრაფი დაცვა (ამ შემხვვევაში დაცვაში იგულისხმებიან ისინი, ვინც ფლანგზე თამაშობენ)
როგორც წესი "ბარსელონა" თითქმის ყველა თამაშში უპირატესობას ფლობს და სულ უტევს, მაგრამ შეუცდომელი არავინაა და შესაძლოა, თავდამსხმელებმა ბურთი დაკარგონ. ყველა ასეთი მომენტისთვის მზად უნდა იყვნენ მცველები, რათა სწრაფად შეუტიონ და განახორციელონ კონტრ-შეტევა. ასეთი მცველების ნამდვილი მაგალითია დანიელ ალვესი, რომელიც პრაქტიკულად მოედანზე არ იღლება. ერთი სიტყვით მცველებმა უნდა მიბაძონ ალვეშს.
IX რჩევა: საფეხბურთო მატჩი=ომი
ჟოზე მოურინიოს თქმით, "ბარსელონას" ფეხბურთელები განსაკუთრებულად არაფრით გამოირჩევიან სხვებისგან. ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც ნებისმიერი ჩვენთაგანი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე მოურინიოს ვეთანხმები. "ბარსასთან" მატჩში აუცილებელია ითამაშო შენი თამაში, გააკეთო ის რაც მწვრთნელისგან გაქვს დავალებული. თუ ამას შეასრულებ, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შესაძლებელია, თვით "ბარსელონასიც" კი.
X რჩევა: უნდა გავითვალისწინოთ ჩავის რჩევა
მაესტრო ამბობს: "როგორ მოგვიგოთ ჩვენ? უბრალოდ შეეცადეთ ითამაშოთ ფეხბურთი და ნუ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიშალოთ ხელი."
XI რჩევა: უნდა იცოდე ფეხბურთის თამაში
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]