მუნდიალის გამაჯვებულს ელის დიდება და...3.8 მილიონი ევრო

მუნდიალის გამაჯვებულს ელის დიდება და...3.8 მილიონი ევრო

ფულადი პრემია დაწესდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე. გამარჯვებული მიიღებს 5 მილიონ დოლარს ან 3.824000 ევროს. მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ 4 მილიონ დოლარს, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები- 2,5 მილიონ დოლარს. აგრეთვე დანარჩენი მონაწილეებიც მიიღებებნ თავიანთ თანხას შემდეგი თანმიმდევრობით: 4-ე ადგილი- 2 მილიონი დოლარი, 5-ე ადგილი- 1,5 მილიონი, მე-6 ადგილი- 1 მილიონი, მე-7-8 ადგილი- 500 000 დოლარი. საერთო ჯამში, ფიფამ ტურნირის მონაწილეებისთვის გამოყო 12,6 მილიონი ევრო.

 

ასევე გუნდებს მოემსახურება 2 ავტობუსი და უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროს გადასახადით. თითოეულ კლუბს გამოეყოფა 11 ორადგილიანი ნომერი და 13 ერთადგილიანი. აგრეთვე გამოყოფილია საკონფერეციო დარბაზი, ოთახი ტექნიკის შესანახად, მასაჟის კაბინეტი, ცალკე დარბაზი კვებისთვის. გარდა ამისა, თითოეული გუნდი უზრუნველყოფილი იქნება სავარჯიშო მოედნებით და სამრეცხაოთი.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა ბრაზილიაში, შემდეგ იაპონიაში, 2- ჯერ  არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ამ წელს ისევ დაბრუნდნენ ამომავალი მზის ქვეყანაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.