მასკერანო: "ყველანაირად ვაჯობეთ მადრიდელებს"

მასკერანო: "ყველანაირად ვაჯობეთ მადრიდელებს"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, არ ეთანხმება იმ აზრს, რომ "ბლაუგრანამ" იღბლის დახმარებით მოუგო მადრიდის "რეალს". შეგახსენებთ, რომ სწორედ მადრიდელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიო, აბრალებს იღბალს კატალონიელთა გამარჯვებას "სანტიაგო ბერნაბეუზე".

 

"გამართლება? მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, ყველა ასპექტში დავჯაბნეთ მადრიდელები". აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.

 

"მართალია, პირველ წამებზე გავუშვით გოლი, მაგრამ არცერთი წამით არ გვიღალატია საკუთარი სტილისთვის".

 

მასკერანოს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია: "პიკე და პუიოლი - ძირითადი გუნდის ცენტრალური მცველები. თუ ისინი ჯანმრთელნი არიან, მაშინ უნდა ითამაშონ". დაასრულა ხავიერ მასკერანომ.

 

აქვე გეტყვით, რომ პუიოლის არყოფნის დროს მასკერანო ბრწყინვალედ ართმევდა თავს ცენტრალური მცველის სამუშაოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.