"ბარსა ბ"_მ ამხანაგურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა
საბშაბათს "სიუტატ ექსპორტივაზე" "ბარსა ბ"-მ "ასპირის" აკადემიის ფეხბურთელები მიიღო. მატჩში კატალონიელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 2:0.
"ბლაუგრანელთა" რიგებში ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ: მინიო, პალასი, ბალუ, კიკო ფემენია, ორიოლ როსელი, სორიანო, ესპინოსა, კარმონა, რივეროლა, ჟერარდ დეულოფეუ და არმანდო. შეცვლაზე კი შემოვიდნენ: ტელო, სერხი რობერტო, მუნიესა, რაფინია, სერხი გომესი.
მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული აღმოჩდა. ტაიმის მიწურულს დეულოფეუს ზუსტი დარტყმის წყალობით ანგარიში გაიხსნა. მეორე ტაიმში უპირატესობას "ბარსა ბ" ფლობდა და შეცვლაზე შემოსულმა სერხი რობერტომ თავი გამოიჩინა და ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კატალონიელთა კართან თერთმეტმეტრიანი დაიდო. კანტერანოთა მეკარემ, მინიომ კი ბურთის მოგერიება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]