IFFHS: პირველი ათწლეულის საუკეთესო თავდამსხმელები

IFFHS: პირველი ათწლეულის საუკეთესო თავდამსხმელები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ამ საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო თავდამსხმელთა სია. პირველ ადგილზე "მალაგაში" მოთამაშე რუუდ ვან ნისტელროი გავიდა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში", მადრიდის "რეალში" და "ჰამბურგში" აქვს ნათამაშები. ჰოლანდიელმა 86 ქულა დააგროვა. მას ერთი ქულით ჩამორჩა ტიერი ანრი, რომელიც ამჯერად "ნიუ–იორკ რედ ბულსის" ღირსებას იცავს. ფრანგს უდიდესი წვლილი მიუძღვის "არსენალის" წარმატებებში. ტიტიმ ასევე ერთ–ერთი მთავარი როლი ითამაშა "ბარსელონას" ოქროს ერაშიც. სიაში ანრისთან ერთად ასევე შევიდა "ბარსას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი სამუელ ეტო'ო. კატალონიელთა ამჟამინდელი ფორვარდი დავიდ ვილაც რა თქმა უნდა მოხვდა ამ ნუსხაში. აქვე იხილეთ სრული სია.

1. რუუდ ვან ნისტელროი – 86 ქულა
2. ტიერი ანრი – 85 ქულა
3. დიდიე დროგბა – 83 ქულა
4. მიროსლავ კლოზე – 81 ქულა
5. სამუელ ეტო'ო – 79 ქულა
6. ფლავიო და სილვა ამადო – 79 ქულა
7. დიმიტარ ბერბატოვი – 73
8. რაულ გონსალესი – 71 ქულა
9. დავიდ ვილა – 68
10. ანდრეი შევჩენკო – 68

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.