უცნაური ინტერვიუ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესის კარიერაში ყველაზე უცნაური ინტერვიუ ჩამოართვეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ლეო იაპონელმა ჟურნალისტებმა ცალკე გაიწვიეს და მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვეს: "როგორ იცხოვრებთ, როცა ფეხბურთს დაანებებთ თავს?"
გაკვირვებულმა მესიმ შეკითხვას ასე უპასუხა: "არ ვიცი, ჯერ კიდევ დიდი დროა მანამდე."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ ანდრეს მესი დასახელდა. მას ტოიოტასგან საჩუქრად მანქანა გადაეცა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=gf-mk6KnqWk]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]