ბრაიტნერი:" გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია"
"მიუნხენის ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ ბრაიტნერმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთენლია.
"ზოგჯერ ხდება ისე, რომ გუნდი იხვეჭს ტიტულებს, მაგრამ ამაში მწვრთნელს დიდი წვლილი არ მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, სწორედ მისი დამსახურებაა "ბარსელონას" ასეთი წარმატება."
"მის დაქვემდებარებაში მყოფი ფეხბურთელები ყოველ წელს იზრდებიან და ახალს სწავლობენ. ადაპტირდებიან ახალ პოზიციაზე და ეხმარებიან გუნდს ტრავმიანობის დროს. გვარდიოლა თითეულ ფეხბურთელს აახლოებს იდეალურთან, რიგ შემთხვევებში ეს კარგად გამოსდის. გვარდიოლამ გვაჩვენა თუ როგორ უნდა ეთამაშა გუნდს 4 წლის წინ და როგორ უნდა თამაშოდეს გუნდი 4 წლის შემდეგ." - დაასრულა ბრაიტნერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]