"ბარსელონამ" შესაძლოა "ტავრიასთან" ამხანაგური მატჩი გამართოს
უკრაინული "ტავრიას" ვიცე–პრეზიდენტმა დიმიტრი სელიუკმა, განაცხადა, რომ შესაძლოა მოახერხოს ორგანიზირება ამხანაგური მატჩისა კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ. უკრაინული გუნდი ზამთარში შეკრებას ესპანეთში გაივლის და სწორედ აქედან გამომდინარე აქვს სელიუკს ამ ბრწყინვალე ვარიანტის ასრულების იმედი.
"ტავრია შეხვედრას ესპანეთის რაიონ მარბელიაში გაივლის. იმ დროისათვის იქ არ იქნებიან არცერთი "ბარსელონას" ფეხბურთელი, თუმცა ნამდვილად შემიძლია მათ შევატყობინო, რომ ჩამოვიდნენ და გვეთამაშონ ამხანაგური ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, მე მათ რომ დავურეკო და თამაში ვთხოვო უარს არ გვეტყვიან." –განაცხადა ვიცე–პრეზიდენტმა.
გეტყვით, რომ "ტავრიამ" უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრე მე–7 პოზიციაზე დაასრულა. გუნდმა მხოლოდ 30 ქულის მოპოვება გაახერხა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც დიდი შანსი აქვს, რათა შევიდეს პირველ ხუთ გუნდში და ან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვოს, ან ჩემპიონთა ლიგის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]