მესი "ჩემპიონების ჩემპიონია"

მესი "ჩემპიონების ჩემპიონია"

დღეს, ფრანგულმა ჟურნალმა L'equipe, გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ჯილდოს "ჩემპიონების ჩემპიონი" შედეგები. გამარჯვებული კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. მან აჯობა ყველაზე სახელგანთქმულ სპორტსმენებს მსოფლიოს მასშტაბით.

 

ლეომ სულ 807 ქულა მოაგროვა და გაუსწრო ერთ–ერთ საუკეთესო ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 699 ქულას დასჯერდა. რაც შეეხება მესამე პოზიციას, ეს გერმანელმა "ფორმულა 1–ის" მრბოლელმა სებასტიან ვეტელმა დაიკავა (255 ქულა).

 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არგენტინელმა ფეხბურთელმა მოახერხა ამ ჯილდოს მოპოვება. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ტიტული ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს ფადაეცა.

 

იხილეთ სრული სია გამარჯვებული ათეულისა.

 

1. ლიონელ მესი (არგენტინა) – 807 ქულა

 

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 699 ქულა

 

3. სებასტიან ვეტელი (გერმანია) – 255 ქულა

 

4. ნიკოლა კარაბატიჩი (საფრანგეთი) – 221 ქულა

 

5. კელი სლატერი (აშშ) – 214 ქულა

 

6. ტედი რინერი (საფრანგეთი) – 211 ქულა

 

7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი) – 204 ქულა

 

8. დირკ ნოვიცკი (გერმანია) – 133 ქულა

 

9. რიჩი მაკკოუ (ახალი ზელანდია) – 128 ქულა

 

10. კადელ ევანსი (ავსტრალია) – 110 ქულა

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.