მესი: "ჩემი ოცნებაა, რომ მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი"
"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თავის პროფესიულ მიზნებზე და არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა.
"ჩემი ოცნებაა, მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ამერიკის თასი. ძალიან მინდა ამის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ, მაგრამ არავის წინაშე ვალდებული არ ვარ და არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. მე ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ისევე როგორც ჩემს თანაგუნდელებს, მსურს მისი გაბრწყინება. ნელ-ნელა ვვითარდებით. არამგონია, მართებული იყოს "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების შედარება. "ბარსა" მსოფლიოს უძლიერესი კლუბია და ეს ყველაფერი შედეგია მრავალწლიანი მუშაობისა, რომელშიც ჩართული იყო ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი. არგენტინაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ბოლო პერიოდში კარგი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია." - ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური გამოცემა "მარკა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]