2011 წლის საუკეთესო ტრანსფერი
2011 წელს პეპ გვარდიოლას გუნდში გადავიდნენ იბრაჰიმ აფელაი (2011 წლის იანვარში), ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი. მეორე გუნდიდან დააწინაურეს ანდრეუ ფონტასი და ტიაგო ალკანტარა. იბრაჰიმ აფელაი გუნდს ყველაზე ადრე, იანვარში შეუერთდა. იბი ”ბარსელონაში” 3 მილიონ ევროდ გადავიდა. პეპ გვარდიოლა მასზე დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ჰოლანდიელი ტრავმებმა გატანჯეს. ზაფხულის ორი ყველაზე გრძელი საგა, ალექსის სანჩესის და სესკ ფაბრეგასის ტრანსფერები. ”ბარსელონამ” ძალა არ დაიშურა და ორივე მათგანი ამჟამად ”ბარსას” ღირსებას შესანიშნავად იცავს. რაც შეეხება სარეზერვო გუნდს, ზაფხულში პირველ გუნდში დააწინაურეს ტიაგო ალკანტარა და ანდრეუ ფონტასი. ტიაგო ნამდვილად ამართლებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ანდრეუ კი ჯერ-ჯერობით ისეთი ფეხბურთელების ჩრდილშია მოქცეული, როგორებიც პუიოლი, პიკე და მასკერანო არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]