ალექსისმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
”ბარსელონამ” 2011 წლი ბოლო ვარჯიში გამართა სიუტატ ესპორტივაზე. სესიაზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ალექსის სანჩესი. ერიკ აბიდალმა ვარჯიში გრიპის გამო გამოტოვა.
31 დეკემბრის დილას ”ბარსელონამ” 2011 წლის უკანასკნელი ვარჯიში გამართა სიუტატ ესპორტივაზე. მთავარი სიახლე ალექსის სანჩესის გუნდთან ერთად ვარჯიში იყო. სესიაზე ასევე იმყოფებოდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ მონაწილეობა მიიღეს კატალონიის ამხანაგურ მატჩში.
პუიოლი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობდა, კეიტა კი სავარჯიშო დარბაზში ატარებდა სამუშაოებს. სესიაზე არ იმყოფებოდა ერიკ აბიდალი, რომელსაც გრიპი შეეყარა. ანდრეს ინიესტა ტრავმას იშუშებს, ხოლო დავიდ ვილია და იბრაჰიმ აფელაი კიდევ დიდხანს ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვარჯიშებში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]